

ჩვენ შესახებ
სსიპ ქალაქ თბილისის N155 საჯარო სკოლა გადადის ციფრული ტექნოლოგიების სწავლების ახალ მოდელზე, რისთვისაც აუცილებელია მოსწავლეები კარგად ერკვეოდნენ ციფრულ სასწავლო პროგრამებში. ბლოგზე მუშაობენ ამავე სკოლის მოსწავლეები, რომლის მიზანია თვალი ვადევნოთ პროექტის ფარგლებში მიმდინარე ყველა სიახლეს.
აქ გამოქვეყნებული ინფორმაცია საინტერესო იქნება როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვისა და ზოგადად, სასკოლო საზოგადოებისათვის.
ამ პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ქმნიან ინსტრუქციებსა და გზამკვლევებს ციფრული რესურსებისთვის დირექციისა და მასწავლებლების მხარდაჭერით, რათა სასწავლო პროცესი უფრო საინტერესო გახდეს.
სკოლის უმცროსკლასელთა გუნდმა მონაწილეობა მიიღო კონსერვატორიაში გამართულ საქართველოს მეხუთე ეროვნულ საგუნდო კონკურსში. მოსწავლეებმა შეასრულეს ესტონური და ქართული სიმღერები და დაიკავეს საპატიო მეორე ადგილი.
წერილი ესტონეთში
პროექტ ,,ციფრული სკოლა საქართველოს’’ ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს სასკოლო სივრცეში ციფრული ტექნოლოგიების დანერგავა-გაუმჯობესებას, ტრენერმა ნინა ბიწკინაშვილმა სკოლის ლიდერებს გააცნო ესტონური სკოლების გამოცდილება, ციფრული რესურსების სასკოლო სივრცეში აქტიურად გამოყენების კუთხით.
რამდენიმე ესტონური სკოლის გამოცდილების გაცნობისა და ყურადღებით შესწავლის შემდეგ, ლიდერთა გუნდმა გადაწყვიტა ჩვენს სკოლაში დაენერგა პროექტი “ციფრული ელჩების” მონაწილეობით. ეს პროექტი აქტიურად ხორციელდება ესტონეთში, ქალაქ ტალინში, გუსტავ ადოლფის სკოლაში.
ჩვენი სკოლის ციფრული ელჩები დაუკავშირდნენ გუსტავ ადოლფის სკოლას ფეისბუქის საშუალებით და მისწერეს წერილი, რომელშიც გამოთქვეს ესტონელი თანატოლების გაცნობისა და მათთან დამეგობრების სურვილი. წარმოგიდგენთ წერილს:
„Dear Estonian friends
It is with much pleasure and enthusiasm that we are writing to you to suggest the partnership between our schools, as our school is involved in the project which is supported by the Estonian Ministry of Foreign Affairs and Tallinn University. The project implies the introduction of digital technologies in the school with the help of digital ambassadors. Our digital ambassadors have created instructions for different educational digital resources. At the same time, training of teachers and students is underway.
We have made some research about your school experience in this field: looked through the photos on your school website, saw the digital project that your school has conducted. We were surprised and excited to see your hard work for this project.
We strongly believe that partnership between our schools will enable both schools to promote the educational experiences, innovative approaches which will be beneficial for both sides. Your experience using digital technologies in the classroom will be helpful for us and hope that your digital ambassadors will share their experience with us.
Our school would deeply appreciate if you accept our friendship, we will be glad to collaborate with you in the future.
Looking forward to your response
Yours sincerely
N155 Public School Students.“
სკოლის ლიდერები, თავის მხრივ, დაუკავშირდნენ ესტონეთის საგარეო საქმეთა
სამინისტროს, რომლის ხელშეწყობითაც ხორციელდება პროექტი ,,ციფრული სკოლა
საქართველო’’ და სთხოვეს დახმარება ესტონურ სკოლებთან ჩვენი სკოლის გაცნობა-
დამეგობრების პროცესში.
წერილი ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთან განათლების პროექტების მიმართულებით, ნინო კარანაძესთან:
„მოგესალმებით თბილისის 155-ე საჯარო სკოლის სახელით.
ჩვენი სკოლა ჩართულია პროექტში, რომელიც ხორციელდება ესტონეთის საგარეო სამინისტროსა და ტალინის უნივერსიტეტის მხარდაჭერით. პროექტი გულისხმობს სკოლაში ციფრული ტექნოლოგიების აქტიურ დანერგვას ციფრული ელჩების დახმარებით. ჩვენმა ციფრულმა ელჩებმა შექმნეს ინსტრუქციები სხვადასხვა საგანმანათლებლო ციფრული რესურსისათვის და ინტენსიურად მიმდინარეობს მასწავლებლებისა და მოსწავლეების დატრენინგება.
ჩვენ გავეცანით ესტონური სკოლების გამოცდილებას ციფრული ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში გამოყენების კუთხით, ვნახეთ ის ციფრული პროექტები, რომელსაც ეს სკოლები ახორციელებენ. ნანახით გაოცებული და აღფრთოვანებულები დავრჩით. ვთვლით, რომ ძალიან დიდი შრომა, ენერგია და მონდომება აქვთ ჩადებული იმ საქმეში.
ვიცით, რომ პროექტი „ციფრული სკოლა - საქართველო“ თქვენი დიდი ძალისხმევის წყალობითა და უშუალო ჩართულობით ხორციელდება. ამიტომ გადავწყვიტეთ დახმარების სათხოვნელად მოგვემართა თქვენთვის. ძალიან მოხარულები ვიქნებით, თუ როგორმე დაგვაკავშირებთ მსგავსი ტიპის სკოლებთან და გვიშუამდგომლებთ მათთან.
ძალიან დიდი სურვილი გვაქვს ჩვენმა სკოლამაც გაიაროს იგივე გზა და ჩვენმა მოსწავლეებმაც შეძლონ ისარგებლონ თანამედროვე ციფრული რესურსებით. ამაში კი ძალიან გამოგვადგება ესტონელი მასწავლებლებისა და მოსწავლეების რჩევები, ის გამოცდილება, რომელიც მათ ამ გზაზე შეიძინეს.
გვინდა ჩვენს სკოლებს შორის შედგეს თანამშრომლობა, ჩვენმა ციფრულმა ელჩებმა გაიზიარონ მათი ციფრული ელჩების გამოცდილება, მაგალითად, რა პრობლემებს აწყდებიან სკოლაში ციფრული რესურსის ინტენსიურად გამოყენებისას და როგორ ჭრიან პრობლემებს. კარგი იქნება თუ დავგეგმავთ და განვახორციელებთ ვიდეო-კონფერენციებს, რათა გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება და მივიღოთ რჩევები მათგან, ასევე უკეთესად გავაცნობთ საკუთარ პროექტსაც.
თუ თქვენი სურვილიც იქნება, მოხარული ვიქნებით თქვენთან თანამშრომლობით. სანაცვლოდ კი, ჩვენი მხრიდან, გთავაზობთ გულწრფელ მეგობრობასა და გვერდში დგომას ნებისმიერ თქვენთვის საინტერესო საკითხში.
პატივისცემით,
სსიპ ქალაქ თბილისის N155 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია“
ჩვენი სკოლა მიზნად ისახავს მჭიდრო ურთიერთობა დაამყაროს ესტონურ სკოლებთან, გაეცნოს და გაიზიაროს მათი ცოდნა და გამოცდილება ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა გამოყენების თვალსაზრისით, დაგეგმოს ერთობლივი აქტივობები და ღონისძიებები.
ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი ტიპის ურთიერთობა სასიკეთოდ წაადგება როგორც ქართველ, ასევე ესტონელ ბავშვებს და დაეხმარება მათ საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაში, ხოლო ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში შექმნის ბავშვთა შორის თანამშრომლობის საერთაშორისო პრეცედენტს.
შეხვედრა მინისტრთან


დაჯილდოვება
ბავშვთა საერთაშორისო დაცვის დღესთან დაკავშირებით სკოლამ დააჯილდოვა სხვადასხვა სფეროში წარმატებული მოსწავლეები. მათ შორის ციფრული ელჩებიც, მათ გადაეცათ წამახალის ებელი სიგელები





%20(1).jpg)