
სსიპ 155 საჯარო სკოლაში ჩატარდა კვლევა საშუალო საფეხურის მოსწავლეებსა და მასწავლებლებში ციფრული კომპეტენციების დონის დადგენის მიზნით. კვლევის შედეგად გამოიკვეთა მასწავლებლების ციფრული კომპეტტენციების გაუჯობესების საჭიროება და საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეებისათვის ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების ნაკლებობა.
აღნიშნული პრობლემის გადასაწყვეტად სკოლის ლიდერთა ექვსკაციანმა გუნდმა შეიმუშავა სტრატეგია და შესაბამისი ინტერვენციები დაგეგმა.
სტრატეგია მიზნად ისახავს სკოლაში გააუმჯობესოს ციფრული კომპეტენციის დონე და გაამრავალფეროვნოს საგაკვეთილო პროცესი ციფრული ტექნოლოგიებით. ამ მიზნის მისაღწევად დაიგეგმა შემდეგი ნაბიჯები:
-
გამოკითხვის საფუძველზე შეირჩა სათანადო კომპეტენციის მქონე საშუალო საფეხურის მოსწავლეები -„ციფრული ელჩები“;
-
„ციფრულ ელჩებს“ სკოლის ლიდერებმა განუმარტეს მიმდინარე პროექტის არსი და მათი უფლება მოვალეობები პროექტის ფარგლებში;
-
„ციფრულმა ელჩებმა“ მოამზადეს საგანმანათლებლო ელექტრონული პროგრამების გზამკვლევები და ჩაუტარეს ტრენინგი მოსწავლეებსა და მასწავლებლებს.
-
ტრენინგის შემდეგ მასწავლებლებმა საშუალო საფეხურზე აქტიურად დაიწყეს ელექტრონული რესურსების გამოყენება საგაკვეთილო პოცესში „ციფრული ელჩების“ თანამონაწილეობით .
ჩვენი მიზანია სკოლის ციფრული კომპეტენციების გაუმჯობესება მთლიან სასკოლო სივრცეში.შესაბამისად, საშუალო საფეხურზე განხორციელებული ნაბიჯები ახალი 2019-2020 სასწავლო წლიდან გაგრძელდება საბაზო საფეხურზე .
უნდა აღინიშნოს ,რომ სკოლა ჩართულია „ახალი სკოლის მოდელი“ -ს პროექტში ,რომელიც ასევე ითვალისწინებს დაწყებით საფეხურზე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას .
აქედან გამომდინარე 2020 წლის ბოლოს ჩვენი სკოლა იქნება ციფრულო ტექნოლოგიების აქტიური მომხმარებელი.
განათლებული თაობა თავისუფალი და ძლიერი ქვეყნის საწინდარია.