top of page

მთავარი

სსიპ ქალაქ თბილისის N155 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს პროექტი „ციფრული სკოლა-საქართველო”, რომლის მიზანია სასწავლო პროცესში ელექტრონული რესურსების აქტიური გამოყენება,  სკოლაში თვითმსწავლელი ორგანიზაციის შექმნა და ინოვაციური პროექტების დანერგვა.

 

აღნიშნული პროექტი ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებითა და ტალინის უნივერსიტეტის (ესტონეთი) კოორდინირებით ხორციელდება. პროექტი ესტონურ გამოცდილებას ეყრდნობა და სკოლაში განათლების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად .

 

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით სასწავლო პროცესში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას რამდენიმე მნიშვნელოვანი მხარე აქვს, კერძოდ:

  • ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს საგანთა შორის კავშირების წარმოჩენას.

  • ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს შემოქმედებითობისა და ინოვაციური მიდგომების განვითარებას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია პრობლემებზე დაფუძნებული კონსტრუქტივისტული საკლასო გარემოს შესაქმნელად.

  • ისტ-ის გამოყენებით შესაძლებელია ისეთი თვალსაჩინოებების შექმნა და გამოყენება, რომლებიც საჭიროა ახალი ცნების, ობიექტისა და პროცედურის შემოტანისას.

  • ისტ-ის გამოყენებამ შესაძლოა უფრო ეფექტურად და ინტენსიურად შეუწყოს ხელი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული უნარ-ჩვევების განვითარებას. ასეთებია, მაგალითად: ვიზუალური თუ რაოდენობრივი კანონზომიერებების აღმოჩენის უნარი (კანონზომიერება საგანთა მიმდევრობაში, კანონზომიერება გრაფიკულ გამოსახულებაში, რაოდენობრივი ცვლილების კანონზომიერება); ობიექტთა ზომების დადგენისა და შეფასების უნარი; ინფორმაციის გააზრებისა და ერთი ფორმატიდან მეორეში გადაყვანის უნარი; სივრცული წარმოდგენა; თანამშრომლობის უნარ-ჩვევები; სამუშაო სივრცის მომზადებისა და საჭირო საშუალებების შერჩევის უნარი. (ე.ს.გ. 2011-2016 წლის საგნობრივი პროგრამა ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში).

 

პროექტის ,, ციფრული სკოლა 155“ მიზნები შესაბამისობაშია ეროვნულ სასწავლო გეგმასთან, რადგან პროექტის ორგანიზატორები  და სკოლის ,,ციფრული ელჩები“ ი.ს.ტ.-ის გამოყენებით    ქმნიან უფრო მდიდარ, მრავალფეროვან და დინამიურ სასწავლო მასალას  და ეხმარებიან სკოლის მასწავლებლებს და მოსწავლეებს  მათ გამოყენებაში. პროექტის  საშუალებით სკოლაში   სწავლის პროცესი გახდა ინტერაქტიული. შედეგად, მოსწავლე ინფორმაციის პასიური მიმღები კი არ არის , არამედ მას თავად შეუძლია სასწავლო შინაარსის მოდიფიცირება და შექმნაც კი. ყოველივე ეს კი სრულად შეესაბამება სასწავლო პროცესისადმი თანამედროვე, კონსტრუქტივისტულ მიდგომას, რომელიც ითვალისწინებს ცოდნის მიგნებასა და შექმნას თვით მოსწავლის მიერ.

ჩატარებული კვლევების ანალიზი

      (ინფორმაცის სანახავად დააკლიკეთ ფოტოს)

მოსწავლეფიფრული კონპეტენცია.PNG
bottom of page